19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ
By

ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ

ირანის პარლამენტმა გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას CCN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის პარლამენტის, მეჯლისის, გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად, საჭიროა, რომ ის ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცოს, რომელსაც პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ხელმძღვანელობს.

ირანსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის თანამშრომლობა 13 ივნისს, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელების შემდეგ დაპაუზდა.

გუშინ, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, სააგენტომ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ სააგენტოს ინსპექტორები ირანში რჩებიან და მზად არიან, რაც შეიძლება მალე დაიწყონ მუშაობა, დაბრუნდნენ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე და შეამოწმონ ბირთვული მასალის მარაგები, მათ შორის, 60%-მდე გამდიდრებული 400 კგ-ზე მეტი ურანი, რომელიც ბოლოს ისრაელის საჰაერო დარტყმების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეამოწმეს.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *