ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგება ჩინეთში
By

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგება ჩინეთში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგება ჩინეთში. როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის – ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან.

„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. ხელი მოეწერება ახალ, უმნიშვნელოვანეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც გამყარდება როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე ხალხთა შორის ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ამავდროულად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველო წარდგება საპატიო სტუმრის სტატუსით ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე. ჩინეთში ჩვენთან ერთად მოემგზავრება 40-მდე ქართული კომპანია, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია ღირსეულად მოახდინოს საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის ექსპორტი და ამ პლატფორმას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *