19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – არჩევნებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, ძალიან მძიმე მარცხისთვის არიან განწირული
By

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – არჩევნებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, ძალიან მძიმე მარცხისთვის არიან განწირული

ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიციაში არის უმძიმესი ვითარება.
პრემიერის თქმით, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს.
„რეალურად, არსებული კვლევების თანახმად, შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, რაც მივიღეთ წინა საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, ოპოზიციას ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, არის ე.წ. ბულინგი ერთმანეთის მიმართ. ორ პარტიას აქვს ნათქვამი, რომ განიხილავს არჩევნებში მონაწილეობას, ორი პარტია ემუქრება ამ პოლიტიკურ გაერთიანებებს. საბოლოო ჯამში, ყველამ ვიცით, როგორ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ. შეიძლება, ყველას უთხრან, მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალურ არჩევნებში, შეიძლება, შუაზე გაყონ პოლიტიკური პარტიები. ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება საქართველოში, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ქვეყნის გარეთ და ეს პარტიებიც ემორჩილებიან ხოლმე, საბოლოო ჯამში, გარედან მიღებულ დირექტივებს, რამდენად საზიანოც არ უნდა იყოს მათთვის ერთი ან მეორე გადაწყვეტილება, როცა დავალებას იღებენ, მაშინვე ასრულებენ მას.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის სასარგებლო, არც ერთი და არც მეორე სცენარი არ არის მათთვის სასარგებლო. არჩევნებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე მარცხისთვის არიან განწირული, თუ არ მიიღებენ, ეს არის ცალკე პრობლემა მათთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს მანდატებსაც დაკარგავენ, რაც პოტენციურად შეუძლიათ მიიღონ. ისინი არ არიან პარლამენტში, შესაბამისად, ვერ იყენებენ საპარლამენტო ტრიბუნას, რაც, ბუნებრივია, ძალიან მძიმედ აისახება ამ პარტიებზე შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, თუ ისინი დარჩებიან მუნიციპალური ტრიბუნის გარეშეც, ესეც იქნება ძალიან მძიმე მათთვის, თუმცა რომც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მათ შეუძლიათ, მაქსიმუმ, მიიღონ 3-4 მანდატი, მთლიან ოპოზიციას ვგულისხმობ საკრებულოებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *