ირაკლი კობახიძე: ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების ცვლილებები ვერ იქნება შედეგიანი
By

ირაკლი კობახიძე: ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების ცვლილებები ვერ იქნება შედეგიანი

ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის განათლების სისტემის წარმატება სკოლის საფეხურიდან იწყება და მის გარეშე უმაღლესი განათლების რეფორმა შედეგს ვერ მოიტანს.

კობახიძის თქმით, თუ მოსწავლეები სკოლის პერიოდში ვერ იღებენ იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც პროფესიულ საქმიანობაში დასჭირდებათ, მაშინ მთლიანად სისტემა ვერ იქნება ეფექტიანი. ამიტომ, მთავრობის ლიდერის განმარტებით, ზოგადი განათლების რეფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

პრემიერის თქმით, ახალი დოკუმენტი, რომელიც განათლების სამინისტრომ მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით შეიმუშავა, კონკრეტულად ასახავს სექტორის 8 ძირითად გამოწვევასა და მათ შესაბამის 8 პასუხს. კონცეფცია, კობახიძის შეფასებით, იმავე პრინციპებითაა შექმნილი, როგორც ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონცეფცია წარმატებით განხორციელდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში,“ -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • No Comments
  • დეკემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *