19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ირაკლი ბოლქვაძისა და გოჩა გუგუნავასთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს
By

ირაკლი ბოლქვაძისა და გოჩა გუგუნავასთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს

უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი ბოლქვაძისა და გოჩა გუგუნავასთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მამუკა თურმანიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები – ირაკლი ბოლქვაძე და გოჩა გუგუნავა, უმაღლესი საბჭოს 2025 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში გამართული 3 მორიგი პლენარული სხდომიდან, არასაპატიო მიზეზით, არ დაესწრებიან არცერთ სხდომას, მაშინ როდესაც საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი და შესაბამისი კანონმდებლობა, უმაღლესი საბჭოს სხდომათა ნახევრის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს. ამდენად, კანონმდებლობიდან გამომდინარე, კომიტეტმა, მათთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია. კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება.

 

  • No Comments
  • ივლისი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *