By
ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრასბურგში, ევროპის სასახლესთან, ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა
სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად მიიღო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.