ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ანკარაში, საქართველოს საელჩოში, სამძიმრის წიგნია გახსნილი
By

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ანკარაში, საქართველოს საელჩოში, სამძიმრის წიგნია გახსნილი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბერის ექინჯიმ თურქეთში საქართველოს ელჩ არჩილ კალანდიას ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 2026 წლის 19 მარტს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბერის ექინჯიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არჩილ კალანდიას, თურქეთის ხელისუფლების სახელით, სამძიმარი გამოუცხადა. ანკარაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩანაწერი გააკეთა.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთ დიდ დანაკლისს. ამ მწუხარების ჟამს ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია ჩანაწერში.

 

  • No Comments
  • მარტი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *