19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
„თუ ტერორი იქნება, „ჰეზბოლა“ აღარ იარსებებს“
By

„თუ ტერორი იქნება, „ჰეზბოლა“ აღარ იარსებებს“

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი „ჰეზბოლას“ ლიდერს, ნაიმ ქასემს აფრთხილებს, ისრაელის წინააღმდეგ არ იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შედეგებით ემუქრება.
„ჰეზბოლას“ ლიდერმა ვერაფერი ისწავლა თავისი წინამორბედებისგან და ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებით იმუქრება. ვთავაზობ, ფრთხილად იყოს და გაიგოს, რომ ისრაელმა მოთმინება დაკარგა ტერორისტების მიმართ, რომლებიც მას ემუქრებიან. თუ ტერორი იქნება, „ჰეზბოლა“ აღარ იარსებებს“, – აცხადებს ისრაელ კაცი.
ცნობისთვის, ნაიმ ქასემმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ომის საპასუხოდ „ჰეზბოლა“ ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *