19 C ბათუმი
Monday 7th July 2025
თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა
By

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა

„აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა გვიან ღამით საგარეჯოში მოხდა.

„ჯეოჰოსპიტალში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით შეყვანილია თორნიკე რიჟვაძე. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული“, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, რიჟვაძეს ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნება და ფილტვი აქვს დაზიანებული.

„2025 წლის 7 ივლისს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილ იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული.

 

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *