19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
By

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც
ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ და გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლიმ მოაწერეს ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს იძულებითი გადაადგილების, ლტოლვილთა დაცვისა და ლტოლვილებთან ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
შეთანხმების ფარგლებში, უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში ლტოლვილთა სამართლის კურსი შევა, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან საკითხში და შეისწავლონ იძულებითი გადაადგილების სამართლებრივი და ადამიანის უფლებების ასპექტები. ამ ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით, UNHCH-მა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ლტოლვილთა სამართლის სახელმძღვანელოები გადასცა.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, UNHCH-ის წარმომადგენელმა კემლინ ფურლიმ გლობალური გადაადგილების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *