თამარ ტალიაშვილი უორენ დევიდსონს შეხვდა
By

თამარ ტალიაშვილი უორენ დევიდსონს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის კონგრესმენ უორენ დევიდსონთან შეხვედრა გამართა, რომელიც ოჰაიოს შტატს წარმოადგენს და აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

„აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენ უორენ დევიდსონთან, რომელიც ოჰაიოს შტატს წარმოადგენს. კონგრესმენი დევიდსონი აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა და ფინანსური სერვისებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრია.

შეხვედრაზე განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივები. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმდინარე და განვითარებულ პროცესებს. ხაზი გაესვა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) მნიშვნელობასა და დადებით გავლენას რეგიონში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *