თამარ ტალიაშვილი ამერიკელ სენატორს შეხვდა
By

თამარ ტალიაშვილი ამერიკელ სენატორს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა სენატორ მარკვეინ მალინთან, რომელიც აშშ-ის სენატის აპროპრიაციების, შეიარაღებული ძალების, ჯანდაცვისა და ინდიელების საკითხთა კომიტეტების წევრია.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივები. ელჩმა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით, სენატორ მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მის, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის, მიმართ მადლიერება გამოხატა.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *