19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი
By

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მისი აგრესიის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება.
„ახლა საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მართლაც ძლიერი, მე-18 პაკეტი. მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, მისი ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტი, რუსული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, ასევე, მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც იარაღის წარმოებისთვის აღჭურვილობას ან ნაწილებს ამარაგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ, რომელმაც ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე ონლაინრეჟიმში მიმართა.
მისი თქმით, „იმისათვის, რომ ომში რუსეთის მადა შემცირდეს, მისი ნავთობის შემოსავლები უნდა შემცირდეს“.
„ამიტომ, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის შემცირების შემდგომ ნაბიჯებს. რეალური, მდგრადი მშვიდობისთვის – და ეს გუშინ გავუზიარეთ ყველა პარტნიორს, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან – აუცილებელია ბარელზე 30 დოლარის დადგენა, რათა დაიბლოკოს რუსეთის შესაძლებლობა, საკუთარი აგრესია დააფინანსოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *