19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ვინ გაიმარჯვა ბსუ-ში გამართულ „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონზე?
By

ვინ გაიმარჯვა ბსუ-ში გამართულ „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონზე?

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „რა? სად? როდის?“ 2025 წლის ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი, რომელშიც

54 სტუდენტური, ერთი სასკოლო და 7 ე.წ. ლეგიონერთა გუნდი (კურსდამთავრებულები) მონაწილეობდა, დასრულდა.

როგორც შემოდგომის სეზონზე, ჩემპიონატზე პირველი ადგილი კვლავ დამაჯერებლად დაიკავა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა ,,თამადა”.

მეორე ადგილის მფლობელი სასკოლო გუნდი „მარაზმი“ გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი აჭარის სასკოლო ლიგის გამარჯვებულია.

მესამე ადგილი დაიკავა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდმა „შინშაი“.

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, წიგნებით, ფასიანი საჩუქრებით, ხოლო გამოცდების დასრულების შემდეგ ისინი ექსკურსიაზე გაემგზავრებიან. პრიზები ასევე ერგო მეოთხე ადგილზე გასულ გუნდს – „კომენსკის“ და ლეგიონერებში გამარჯვებულ გუნდს „დუმერს“.

სარედაქციო ჯგუფში მუშაობდნენ: თამარ სირაძე, ნინო ძნელაძე, ალეკო კახიძე, გიორგი მასალკინი, ჟიურის წევრები მარიამ ბერიძე, ანა გოგუაძე და ლიზა აბაშიძე იყვნენ.

ჩემპიონატის მხარდამჭერები ბსუ-ის ადმინისტრაცია, ბსუ-ის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, აჭარის ინტკლუბი, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრი, კიბერ აკადემია და ორგანიზაცია „საფეხბურთო ხედვა” იყვნენ.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *