„ემანუელ მაკრონს სიტყვაც არ უთქვამს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დასაგმობად“
By

„ემანუელ მაკრონს სიტყვაც არ უთქვამს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დასაგმობად“

ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

აბას არაღჩი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანსა და კატარში ბუნებრივი აირის ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, კატარის ამირასა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.

„მან არ დაგმო ისრაელის მოქმედება, როდესაც თეირანში საწვავის საცავი ააფეთქა, რის შემდეგაც მილიონობით ადამიანი ტოქსინების ზემოქმედების ქვეშ მოექცა. მისი ამჟამინდელი „შეშფოთება“ ჩვენს ბუნებრივი აირის ობიექტებზე ისრაელის თავდასხმას არ მოჰყოლია. ეს ჩვენს საპასუხო მოქმედებას მოჰყვა. სამწუხაროა“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ცნობისთვის, ისრაელის მიერ ირანში ფარსის გაზის საბადოზე დარტყმისა და ირანის მიერ კატარის რას ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტზე დარტყმების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარეებს მოუწოდა, რომ „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ენერგეტიკული და წყალმომარაგების ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებზე მორატორიუმი გამოაცხადონ“.

 

  • No Comments
  • მარტი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *