ელისო ბოლქვაძე იბერია მელაშვილს შეხვდა
By

ელისო ბოლქვაძე იბერია მელაშვილს შეხვდა

თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, თურქეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის – აჰმედ მელაშვილის შვილს, იბერია მელაშვილს ეწვია. იგი ქალაქ სტამბოლში მის მიერ დაფუძნებულ „ქართული ხელოვნების სახლს“ ხელმძღვანელობს, რომელიც ემსახურება ქართული კულტურის შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.

ელისო ბოლქვაძემ ყურადღება გაამახვილა აჰმედ მელაშვილის განსაკუთრებულ ღვაწლზე ქართული კულტურის – ენის, ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში და მადლობა გადაუხადა იბერია მელაშვილს მამის დაწყებული საქმის წარმატებით გაგრძელებისთვის.

თურქეთის ქართველობის მიერ ილია ჭავჭავაძედ წოდებული აჰმედ მელაშვილი თავდაუზოგავად იღვწოდა მშობლიური ენისა და კულტურის გადასარჩენად, ქართველთა ეროვნული თვითშეგნების განსამტკიცებლად.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *