19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა
By

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი დღეს ოფიციალურად შეთანხმდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები 2026 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდეს.
კაია კალასის ინფორმაციით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა მას უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება აიძულოს.
„თითოეული სანქცია ასუსტებს რუსეთის ომის წარმოების უნარს“, – თქვა კალასმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ ხელი მოაწერა დოკუმენტს სექტორული სანქციების ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *