19 C ბათუმი
Friday 11th July 2025
დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
By

დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: ,,მეფედრონი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „პსილოცინის“ შემცველი სოკო, ,,გამომშრალი მარიხუანა“ და „პრეგაბალინი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 261-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • ივლისი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *