
გოდერძი – ოთხი სეზონის კურორტი
სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ოთხი სეზონის კურორტად გადაქცევისთვის სამუშაოები შეუწყვეტლივ მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ის ინფრასტრუქტურული პროექტები სრულდება, რომლებზეც ზამთარში მუშაობა ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალიდან მწვანე ტბამდე მისასვლელ 350 მეტრ საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარი იგება. გზის ამ მონაკვეთის კეთილმოწყობის შემდეგ, უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტიორები ადვილად შეძლებენ მწვანე ტბის მონახულებას.
შპს „გოდერძი რეზორტის“ პროექტის ფარგლებში, მწვანე ტბის ტერიტორიაზე გარეგანათებები და საფეხმავლო ბილიკები კეთდება.
მიმდინარე სამუშაოებს „გოდერძი რეზორტის“ დირექტორი მინურ პაქსაძე გაეცნო.
– გოდერძი უკვე ოთხი სეზონის კურორტი გახდა – ზაფხულშიც ჩამოდიან უცხოელი თუ ადგილობრივი ვიზიტიორები, – ამბობს მინურ პაქსაძე.