By
გიორგი ფანცხავა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილეა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი ფანცხავა დაინიშნა. ახალი მოადგილე თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ წარუდგინა.
გიორგი ფანცხავა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატში, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც.
