19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
გიორგი გახარია: თუ სათანადო პირობები იქნება დაცული, ყველა მიიღებს ნებართვას
By

გიორგი გახარია: თუ სათანადო პირობები იქნება დაცული, ყველა მიიღებს ნებართვას

ნანა აბულაძე: 577 20 35 90

საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია მთავრობის გადაწყვეტილებამ ონლაინგაყიდვების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 21 აპრილამდე, ანუ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აიკრძალა ყველა ტიპის ონლაინვაჭრობა, გარდა მზა საჭმლის გამოძახებისა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანია დაარღვევდა ამ წესს, 15 ათასი ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ან ისევ ჯარიმდებოდა, ან საქმიანობის უფლება ეზღუდებოდა.
კომპანიების განცხადებებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ისინი კარგავდნენ ყოველგვარი შემოსავლის წყაროს, მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა, რითაც ონლაინვაჭრობა 2 აპრილიდან ისევ დასაშვები გახდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია, მათ შორის, ის, რომ კომპანიამ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ამუშაოს თანამშრომელი, თუ ეს “კრიტიკულად აუცილებელია” კონკრეტული კომპანიისათვის.
ახალი დადგენილებით, ონლაინვაჭრობაში მზა საჭმელს დაემატა საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც. უკვე შესაძლებლობა გვაქვს, ვთქვათ, ხაჭაპურის, ხინკლისა და პიცის გარდა, სხვა ჩვენთვის საჭირო ნივთებიც შევიძინოთ, მაგალითად, გამოვიწეროთ საინტერესო წიგნები და უფრო ნაკლები სტრესით განვაგრძოთ სახლებში ყოფნა.
„არ არის არანაირი წინააღმდეგობა, ბიზნესმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების უსაფრთხოებაზე. თუ სათანადო პირობები იქნება დაცული, ყველა მიიღებს საქმიანობის დისტანციურად გაგრძელების ნებართვას”, – განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

  • No Comments
  • აპრილი 2, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *