გეგელიძეების სკოლას – პირველი ადგილი
By

გეგელიძეების სკოლას – პირველი ადგილი

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში,

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“ გაიმართა.   შეჯიბრში მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი გეგელიძეების საჯარო სკოლის გუნდ „სფინქსს“ ერგო, მეორე ადგილი – ოქტომბრის საჯარო სკოლის გუნდ „აკავრეთას“, მესამე ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდი „ბუები“ იყო. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • დეკემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *