გაცნობითი ხასიათის შეხვედრა – საკრებულოს თანამშრომლებთან
By

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა – საკრებულოს თანამშრომლებთან

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან პირველი შეხვედრა გამართა. ივანე მაისურაძემ მათ წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეეები თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მუნიციპალიტეტის განვითარებასა და გაძლიერებაში.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ აპარატის თანამშრომლებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათთან ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერად წარიმართება.

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *