გაზრდილი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ქედის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის – 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვრა 32 830 000 მილიონი ლარით, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში, 2 886 500 ლარით ანუ 9.63%-ით არის გაზრდილი.
საკრებულოს დარგობრივ კომისიებში ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემაჯამებელი სხდომის შემდეგ, 25 ნოემბრამდე, დასკვნასთან და შენიშვნებთან ერთად, ბიუჯეტის პროექტი ქედის მუნიციპალიტეტის მერს დაუბრუნდება.
მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.
ცოტნე ცაბაძე