გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს
ბუთურაულელი იაგო მიქელაძისა და ბარათაულელი ამირან მამალაძის დედებს ეთერ დავითაძესა და მარინა მიქელაძეს საამაყო აქვთ, რომ მათმა შვილებმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირობისა და თავდადების მაგალითები აჩვენეს და ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ.
წყაროთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პედაგოგია ნაზიკო შარაშიძე, რომელმაც 50-წლიანი მუშაობის განმავლობაში მრავალი ახალგაზრდა აღზარდა.
მრავალშვილიანი დედაა შუახევის საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსი კატეგორიის მასწავლებელია ცირა სოლომონიძე, იგი აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო და საგრანტო პროგრამებში.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი კეკელიძე, მალხაზ ტაკიძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გოჩა მიქელაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე მათ ოჯახებში ეწვივნენ, გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს და ჯანმრთელობა უსურვეს.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა


