By
ბსუ-ს და ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, სტუდენტები მოკლევადიანი სასწავლო პროგრამით და კვლევითი ვიზიტებით ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში შეძლებენ გაცვლით პროექტში მონაწილეობას.
მემორანდუმის მიხედვით, ორივე დაწესებულება ითანამშრომლებს სიმპოზიუმების, კვლევითი კონფერენციების, აკადემიური ინფორმაციის გაცვლის, კვლევითი მასალებისა და მონაცემების შეგროვებისა და გაზიარების კუთხით.