
ბსუ-ის სტუდენტების აქცია გრძელდება
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი კვლავ უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს პროტესტს.მათ უნივერსიტეტის ფოიეში გაათიეს ღამეები.
როგორც უკვე გაუწყეთ, სტუდენტები აპროტესტებენ ბსუ-ის ადმინისტრაციის ღია ჩარევას ,,ქართული ოცნების” საარჩევნო აგიტაციაში. როგორც ამბობენ, მათი მოთხოვნაა გაყალბებული არჩევნების თავიდან ჩატარება.
სტუდენტებთან ერთად აქ იმყოფება ლექტორების ნაწილი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც სტუდენტების მოთხოვნებსა და აზრებს იზიარებენ.
აქციას გამოეხმაურა უნივერსიტეტის ლექტორი მერაბ ხალვაში. მან აღნიშნა, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, ბსუ-ის სტუდენტებს და ლექტორ-მასწავლებლებს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეთათვის დენი და გათბობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არ გაუთიშავს, ქალაქის უმეტეს ნაწილში იყო ელექტრო დენი გათიშული.