ბითაძე: იმედი გვაქვს, გამოიკვეთება კონკრეტული რეკომენდაციები
By

ბითაძე: იმედი გვაქვს, გამოიკვეთება კონკრეტული რეკომენდაციები

ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ის სამართლებრივი გზები, რომლებიც პროცესებს გამჭვირვალეს და ურთიერთდაბალანსებულს გახდის, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობის შესახებ.

„იმედი გვაქვს, გამოიკვეთება ის კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომისიას, რომ დადოს დასკვნა, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს ფასების კლების პროცესზე. თუმცა, ამ პროცესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოიკვეთოს ის სამართლებრივი გზები, რომლებიც პროცესებს ზოგადად მეტად გამჭვირვალეს და ურთიერთდაბალანსებულს გახდის“, – განაცხადა ბითაძემ.

კომისიის წევრები დღეს მსხვილ იმპორტიორ-დისტრიბუტორებს შეხვდებიან და სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.

 

  • No Comments
  • მარტი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *