19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
,,ბათუმური ყავის სურნელი”
By

,,ბათუმური ყავის სურნელი”

6 ივლისს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება საღამო ,,ბათუმური ყავის სურნელი“, სადაც მისულ სტუმრებს მუზეუმის წინ დახვდებათ

მუზეუმის ფონდში დაცული XIX-XX სს ყოფისა და ყოველდღიურობის ამსახველი ნივთები, დააგემოვნებენ ნამდვილ ბათუმურ ყავას, ტრადიციულ ტკბილეულ – ბაქლავას, ასევე გაეცნობიან

ძველ ტექნოლოგიებს, თუ როგორ ამზადებდნენ, აფქვევდნენ და ამუშავებდნენ ყავას წარსულში.

„ბათუმურ საღამოზე ნახავთ სამჭედლო ხელოვნებას, თუ როგორ იქმნებოდა ხელნაკეთი „ჯეზვეები“, მონაწილეობას მიიღებთ ყავის მომზადების ტრადიციულ პროცესში, გაიგებთ ყავის კულტურის და მისი დამკვიდრების ისტორიას აჭარაში, შესაძლებლობა გექნებათ ფოტოები გადაიღოთ ძველ ბათუმურ ოთახში, რომელიც ღია ცის ქვეშ მოეწყობა. ეს არ იქნება უბრალოდ ღონისძიება – ეს იქნება მოგზაურობა ძველ ბათუმში, სადაც ყავის არომატი ქუჩას ავსებს. მოდით, ერთად გავაცოცხლოთ წარსული ყავის სურნელი“, – ნათქვამია სსიპ ,,აჭარის მუზეუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *