19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
By

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია მოქალაქეებს  აფრთხილებს

„ძვირფასო მოქალაქეებო, ბათუმში განვითარებული ძლიერი წვიმისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ბულვარის სანაპირო ზოლში გადაადგილებისაგან. ზღვაზე განვითარდა 8-ბალიანი შტორმი, რის გამოც გადაადგილება საფრთხის შემცველია.
ახალ ბულვარში შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ და ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას,“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *