ახალი მოდელი – პოლიციის აკადემიაში
By

ახალი მოდელი – პოლიციის აკადემიაში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ეხმიანება ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პოლიციის აკადემია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ყალიბდება და აბიტურიენტებისთვის ახალი მიდგომები შემოდის. მისი თქმით, აკადემიაში ჩარიცხვისთანავე, სტუდენტი სახელმწიფოსთან სპეციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც უფლებებსა და ვალდებულებებს მკაფიოდ განსაზღვრავს. პირობების დარღვევის შემთხვევაში კი სტუდენტს მოუწევს სახელმწიფოს მიერ სწავლასა და მომზადებაში გაწეული ხარჯების სრული ანაზღაურება.

დარახველიძე განმარტავს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი ზუსტად იმავე შერჩევით პროცესს გაივლის, რასაც პოლიციელი გადის სამსახურში მიღებამდე – ფიზიკური ტესტირება, უსაფრთხოების შემოწმება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და კრიმინალურ წრეებთან კავშირის გამორიცხვა სავალდებულო მოთხოვნები იქნება. მისი თქმით, შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარებაც გახდეს დამატებითი კომპონენტი, თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ მიმდინარეობს.

სამწლიანი სწავლის დასრულების შემდეგ, სტუდენტი ავტომატურად მიიღებს პოლიციელის რიგითის წოდებას და შსს ვალდებულია, ის სისტემაში დაასაქმოს.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროექტის მიზანია, სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდების სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში ჩადებული რესურსი არ დაიკარგოს. სწორედ ამიტომ იგეგმება დაახლოებით 5-წლიანი ვალდებულების განსაზღვრა – 3 წელი სწავლა და შემდგომი სავალდებულო მუშაობა შსს-ს სტრუქტურებში.

– თუ პირი ვალდებულებებს დაარღვევს და სისტემას დატოვებს, მას დაეკისრება გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია დაახლოებით 50 სტუდენტის მიღება, რომელსაც საცხოვრებელი და აკადემიის სრული დღის რეჟიმით უზრუნველყოფა ექნება. დარახველიძე ამბობს, რომ ახალმა მოდელმა უნდა ჩამოაყალიბოს სპეციალისტთა თაობა, რომელიც სახელმწიფო სტანდარტებს გათანაბრებული უმაღლესი განათლებით და პრაქტიკული უნარებით შევა შსს-ს სისტემაში.

  • No Comments
  • დეკემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *