აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება
By

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს ვიზიტიორები პოლონეთსა და უზბეკეთში, ტურისტულ გამოფენებზე გაეცნენ.

ვიზიტიორებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდთან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში მოგზაურობასთან და რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებით, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ჩურჩხელა. გამოფენების ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და აჭარაში მედიატურების ორგანიზების საკითხები განიხილეს.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *