აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე თურქეთში, ქალაქ იზნიქის მერს ქაღან მეჰმედ უსთას შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე, აჭარასა და იზნიქს შორის კულტურის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხებსა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.
კულტურული პროგრამის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების ადგილი და სხვა ისტორიული ობიექტები, გაეცნენ მართვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას.
იზნიქის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, საელჩოს სხვა წარმომადგენლები, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ოსმან მჟავანაძე და აჭარის კულტურის სამინისტროს ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი მადონა თევზაძე.
