აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა
By

აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა

აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაციაში შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამ ეტაპისთვის ძალოვან უწყებებს დაკავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სპეცოპერაციის დეტალები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.  სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, 88-მდე ადამიანია დაკავებული.
სპეცოპერაციის დროს ქალბატონი დაშავდა. როგორც ბათუმის კლინიკა ბაუ-ში აცხადებენ, სპეცოპერაციის ადგილიდან გადაყვანილი ქალი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ბინაზე გაეწერა. „68 წლის ქალბატონი შემოიყვანეს ფეხზე მცირე, უმნიშვნელო დაზიანებებით, დაუმუშავდა მედიკოსების მიერ და დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაეწერა. მას დაზიანებები მინის ნამსხვრევებით ჰქონდა მიყენებული“, – აცხადებენ კლინიკაში.

 

  • No Comments
  • მარტი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *