19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
აჭარაში ახალი კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანია ინფიცირებული
By

აჭარაში ახალი კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანია ინფიცირებული

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი ინფიცირებული საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო მეორე ქობულეთის საოჯახო სასტუმროს  ე.წ. კლასტერის კონტაქტირებული პირია. გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი.

– გუშინ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. ორივე პაციენტი  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ერთი ინფიცირებული ქალბატონი საკარანტინე სივრციდანაა, აქვს საბერძნეთში მოგზაურობის ისტორია. იგი თურქეთის საბაჟოდან შემოვიდა და გადაყვანილი იყო კარანტინში. მეორე ასევე ქალბატონია, საშუალო ასაკის, ის არის ქობულეთის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ორივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დამატებით ჩარევას არ საჭიროებენ. გუშინ გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი. დღეისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 28 კოვიდ 19-ით ინფიცირებული. აქედან ათს აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის პნევმონია  გართულების გარეშე. მიმდინარეობს გეგმიური მკურნალობა, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.

  • No Comments
  • აგვისტო 30, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *