
აჩი ჯაიანი „საქართველოს ხმის“ გამარჯვებულია
აჭარა ყოველთვის ახერხებს გამოზარდოს მარგალიტები, რომლებიც მერე უკვე მთელ ქვეყანას აოცებენ და ხშირად, მსოფლიოსაც. სწორედ ასეთი მარგალიტია აჩი ჯაიანი, ბათუმელი მუსიკოსი, რომელიც მეგა შოუ „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული გახდა.
როცა აჩის ხმას უსმენ, თითქოს მთელი ზღვისპირეთის სითბო გეღვრება გულში. ისეთი სუფთაა მისი ხმა, ისეთი ნაღდი და განუმეორებელი, რომ გჯერა – დიახ, ასეთია საქართველოს ხმა!
ბათუმელებმა იციან მხარდაჭერა, ერთგულება, თანადგომა, დიდი სიყვარული და რაც მთავარია, ნიჭის დაფასება. აჩი ჯაიანის გამარჯვება მხოლოდ მისი წარმატება არ არის, ეს ბათუმის სიყვარულის, საქართველოს სულიერი ძალის გამარჯვებაა.
გაზეთი „აჭარა“ აჩი ჯაიანს ულოცავს ამ დიდ წარმატებას. შემოქმედებით გზაზე, რომელიც ახლა უფრო პროფესიულად დაიწყება, არაერთ გამარჯვებას უსურვებს. კიდევ ბევრჯერ ეამაყოს აჭარას და სრულიად საქართველოს მისი მიღწევებით.
ნანა აბულაძე