აშშ-მ ჰორმუზის სრუტე დაბომბა
By

აშშ-მ ჰორმუზის სრუტე დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანულ პოზიციებზე შეტევა მიიტანა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ირანელებს ფრთოსანი რაკეტები ჰქონდათ განლაგებული, რის გამოც, საერთაშორისო ნაოსნობას ხელი ეშლებოდა.
„რამდენიმე საათის წინ ამერიკელმა სამხედროებმა წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე 5000-ფუნტიანი ჭურვი, გაანადგურეს რა ირანული სარაკეტო პოზიციები ჰორმუზის სრუტის ირანული სანაპიროს გასწვრივ. ამ პოზიციაზე განლაგებული ირანული გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები საფრთხეს უქმნიდა სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

  • No Comments
  • მარტი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *