19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
„აშშ-ის სარაკეტო დარტყმების შემდეგ, ირანი ბირთვული იარაღის შექმნისგან გაცილებით შორს არის“
By

„აშშ-ის სარაკეტო დარტყმების შემდეგ, ირანი ბირთვული იარაღის შექმნისგან გაცილებით შორს არის“

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის სარაკეტო დარტყმების შემდეგ, ირანი ბირთვული იარაღის შექმნისგან გაცილებით შორს არის.

„დღეს ისინი გაცილებით შორს არიან ბირთვული იარაღისგან, ვიდრე პრეზიდენტის მიერ ამ ძლიერი ქმედების განხორციელებამდე იყვნენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ. სხვადასხვა კომპონენტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და ამის შესახებ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები არ განადგურებულა, სიცრუეს წარმოადგენს.

„ასეთი ამბების შესახებ კომენტარის გაკეთება არ მიყვარს. ეს ამბავი სიცრუეა და მისი ხელახლა გაშუქება არ უნდა მოხდეს, რადგან ეს იმას არ ასახავს, რაც ხდება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ცნობისთვის, მანამდე, რამდენიმე მედიასაშუალებამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, გასულ შაბათ-კვირას ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის დარტყმებს ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *