
By
„არის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები“
მარი მიდასელი 27 48 93 –
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმედს გვაძლევს, რომ ეპიდემიის მეოთხე ტალღა მალე დაიწევს და ოქტომბერი მშვიდი იქნება, რადგან უკვე შესამჩნევია სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები:
“არის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს დაღმასვლა.
დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას მოჰყვება გარდაცვალების მაჩვენებლის სტაბილიზაცია. ჩვენი მოლოდინი ისეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი უნდა იყოს მშვიდი, თუმცა მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს“, – განაცხადა მან.