19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
ალექსანდრე რაქვიაშვილი: 5 ოქტომბერს ბატონი ბიძინა შეძლებს თქვას, რომ „ნაცები“ გაანადგურა
By

ალექსანდრე რაქვიაშვილი: 5 ოქტომბერს ბატონი ბიძინა შეძლებს თქვას, რომ „ნაცები“ გაანადგურა

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ერთ-ერთი გადაცემის ეთერში განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში `ნაციონალური მოძრაობა~ როგორც პარტია აღარ იარსებებს.
მისი თქმით, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ გადაწყვიტეს, რომ გადარჩნენ, „ნაციონალებისგან“ განსხვავებით.
„მე ბევრი სხვადასხვა ჯგუფისგან ველოდები დამატებით მხარდაჭერას, გარდა იმ 62 000-ისა, რომელმაც უკვე ხმა მოგვცა.
წარმოიდგინეთ, რა სურათი დადგება 5 ოქტომბერს, თუ იგივე გაგრძელდა, რაც ახლა ხდება. 5 ოქტომბერს ბატონი ბიძინა შეძლებს თქვას, რომ „ნაცები“ გაანადგურა, იმიტომ, რომ „ნაცებიდან“ არ იქნება არცერთი ადამიანი პარლამენტში, არცერთი – საკრებულოში, არანაირი დაფინანსება, არცერთი ტელევიზია – არაფერი, აღარ იარსებებს. არც ნომერი ექნებათ, არც – სარეკლამო დრო ტელევიზიებში, არაფერი აღარ ექნებათ, თან ლიდერი ციხეში უზით. მეტი რა ქნას, რეპრესიებს ხომ არ მოაწყობს, ხომ არ დახვრიტავს ხალხს?! იტყვის, რომ რაც დაგპირდით, გავაკეთე. ჩემთვის უცნაური ამ ისტორიაში მხოლოდ ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ხელს უწყობს, თვითონ მიჰყვება ამ თამაშს. მე მგონი „ლელო“ და გახარია უბრალოდ მიხვდნენ, რომ იძირებიან „ნაცებთან“ ერთად, ამიტომ გამოდიან. ფაქტია, რომ იძირებიან „ნაცები,“ ასე თუ გაგრძელდა, 5 ოქტომბერს აღარ იარსებებს არანაირი „ნაციონალური მოძრაობა“. იმიტომ, რომ, რა არის პარტია, თუ არც ხალხი გყავს, არც ტელევიზია, არსად არ ხარ. „ლელომ“ და გახარიამ გადაწყვიტეს, რომ გადარჩნენ, მაგრამ ამ ნარატივს, რომელსაც მიჰყვებოდნენ `ნაცებთან~ ერთად, ვერ გამოეთიშნენ. ნაცებმა გადააგდეს თავიანთი ამომრჩეველი, ქრებიან, აღარ იქნებიან, 5 ოქტომბერს აღარ იარსებებენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *