19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
აკა მორჩილაძე ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს
By

აკა მორჩილაძე ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს

შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს. „შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი). ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აკა მორჩილაძე ლიტერატურული პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატია. მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრებია: „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ (1995), „მოგზაურობა ყარაბაღში“ (1992), „აგვისტოს პასიანსი“ (2001), „სხვანი“ (2002), „შობის ღამის ალქაჯები“ (2002), „სანტა ესპერანსა“ (2004), მადათოვის ტრილოგია – „გადაფრენა მადათოვზე და უკან“, „გაქრები მადათოვზე?“, „ვეშაპი მადათოვზე“ (1998-2004) და სხვა.
ცნობისთვის: ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან დღემდე 116-ჯერ გაიცა. გასულ წელს ეს ჯილდო ნორვეგიელმა მწერალმა ჯონ ფოსემ მიიღო. წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს 10 ოქტომბერს გამოავლენენ.

  • No Comments
  • თებერვალი 16, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *