ავტობუსები დღეიდან ძველი მარშრუტით იმოძრავებენ
By

ავტობუსები დღეიდან ძველი მარშრუტით იმოძრავებენ

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა გიორგი ცაბაძის ქუჩაზე (ყოფილი გოგოლის ქუჩა).

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, №1, №8, №15 და №19 მუნიციპალური ავტობუსები დღეიდან ძველი მარშრუტით იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:

№1 – სევერიანე აჭარელის ქუჩა – ცაბაძის ქუჩა – ნონეშვილის ქუჩა;

№ 8 – სევერიანე აჭარელის ქუჩა – ცაბაძის ქუჩა – ქათამაძის ქუჩა;

№15 – სევერიანე აჭარელის ქუჩა – ცაბაძის ქუჩა – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა;

№19 – სევერიანე აჭარელის ქუჩა – ცაბაძის ქუჩა – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა.

  • No Comments
  • დეკემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *