
,,აგრო ბათუმი’’ საზეიმოდ დაიხურა
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
agrosasursaTo produqciisa da teqnologiebis me-11 saerTaSoriso gamofena `agro baTumi 2023~ sazeimod daixura.
გამოფენა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტის სასახლეში, საკუთარ სტენდზე ადგილობრივ და უცხოელ მწარმოებელ კომპანიებს სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან ერთად წარმოდგენილი ჰქონდათ სამეურნეო დანიშნულების დანადგარები. გამოფენაში 5 ქვეყნის 50 -ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. მათ დახურვის ცერემონიაზე სერტიფიკატები გადაეცათ.
გამოფენის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო საგამოფენო კომპანია ,,ექსპო ბათუმია’’. მათი თქმით, აღნიშნული გამოფენის ჩატარების მიზანს სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება წარმოადგენდა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.