
აგროტური ფერმერი ქალბატონებისთვის
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის ქვეპროგრამის „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ ფარგლებში „სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე წარმატებული ქალებისათვის ჩატარდა აგროტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 20-მდე ფერმერმა ქალმა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მონაწილე ფერმერები აქტიურად არიან ჩართული სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაში. აგროტური განხორციელდა სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, სადაც მონაწილეებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზებით აღჭურვილი და სურსათის უვნებლობის სტანდარტებით დანერგილი მოცვისა და თხილის საწარმოები, 300 ჰა-ზე გაშენებული ბაღები და პლანტაციებში წარმოებული პროდუქცია, რომელიც ექსპორტირდება აშშ-ში, ინგლისში, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.
„აგროტურის მონაწილეებმა, ასევე, მოინახულეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე არსებული ლაბორატორია, სადაც ხდება დაავადებების იდენტიფიცირება და, ზოგადად, ქართული რუხი ფუტკრის პოპულაციის შესწავლა. ვანის მუნიციპალიტეტში დათვალიერებული იქნა 400-კვმ სასათბურე მეურნეობა, სადაც აღნიშნულ სეზონზე იგეგმება 3 ტონა კიტრისა და პომიდვრის რეალიზება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები“, -ვკითხულობთ ინფორმაციაში.